Accessibility links

logo-print

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა კატალონიის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის გეგმა


ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ორშაბათს შეაჩერა დეკრეტი, რომელიც ნოემბერში ესპანეთის რეგიონ კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ რეფერენდუმის ჩატარებამდე საჭიროა იმის დადგენა, ხომ არ არღვევს ეს რეფერენდუმი ქვეყნის კანონმდებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს ესპანეთის მთავრობამ მიმართა. პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი თვლის, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება იქნება შეუსაბამო ესპანეთის კონსტიტუციასთან. კვირას კატალონიის ლიდერმა არტურ მასმა ხელი მოაწერა დადგენილებას კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის 9 ნოემბერს ჩატარების შესახებ. დამოუკიდებლობის მომხრეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ეკონომიკური კრიზისისა და მადრიდის მიერ მიღებული მკაცრი ეკონომიკური ზომების ფონზე.

XS
SM
MD
LG