Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ავღანეთი გააფორმებენ უსაფრთხოების შეთანხმებას


აშშ-მა და ავღანეთმა დღეს ხელი უნდა მოაწერონ უსაფრთხოების შეთანხმებას, რომლის გაფორმება დიდი ხნის განმავლობაში გაჭიანურდა. ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ავღანეთში აშშ-ის 10,000-მდე სამხედრო დარჩება მას შემდეგ, რაც 31 დეკემბერს მუშაობას დაასრულებს საერთაშორისო საბრძოლო მისია. ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის პრესმდივანმა 29 სექტემბერს დაადასტურა, რომ შეთანხმებას ხელი მოწერება - რითაც შეიცვალა ღანის წინამორბედის, ჰამიდ კარზაის პოზიცია. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ჯენ პსაკის განცხადებით, ვაშინგტონის სახელით შეთანხმებას ხელს მოაწერს ელჩი ჯეიმს კანინგემი. ერთი დღით ადრე კანინგემი ქაბულში ღანის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო. როგორც ვარაუდობენ, მიმდინარე კვირაში ქაბული მსგავს შეთანხმებას გააფორმებს ნატოსთანაც, რაც არასაბრძოლო როლით ავღანეთის ტერიტორიაზე დარჩენის უფლებას მისცემს 4000-დან 5000-მდე სამხედროს, ძირითადად ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და თურქეთიდან.

XS
SM
MD
LG