Accessibility links

WWF: ველურ ცხოველთა რაოდენობა განახევრებულია


შვეიცარიაში განთავსებული ავტორიტეტიანი ორგანიზაციის, ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ გავრცელებული ახალი ანგარიშის თანახმად, ნახევარ საუკუნეზე ნაკლებ დროში მსოფლიოს გარშემო 50 პროცენტზე მეტით შემცირდა ველურ ცხოველთა რაოდენობა. დოკუმენტი, რომელსაც „ცოცხალი პლანეტის ანგარიში 2014“ ეწოდება, 30 სექტემბერს გავრცელდა და შეისწავლის ძუძუმწოვრების, ფრინველების, ქვეწარმავლების, ამფიბიების და თევზების 10,000 სახეობაზე მეტს. ორგანიზაციის თანახმად, 1970-დან 2010 წლამდე ბიომრავალფეროვნების მკვეთრი შემცირების მიზეზია ადამიანის მხრიდან ბუნების მზარდი ექსპლუატაცია.

XS
SM
MD
LG