Accessibility links

logo-print

ფანჯიკიძე: დავოსის ფორუმში პრემიერის მონაწილეობა უკვე დადასტურებულია


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია. მაია ფანჯიკიძის ეს განცხადება მოჰყვა ჟურნალისტების შეკითხვას საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. 29 სექტემბერს აბაშიშვილმა განაცხადა, რომ თურქეთში შეხვედრისას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავოსში მიიწვია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ კლაუს შვაბმა. დღეს გიორგი აბაშიშვილმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუმარტა, რომ ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ არსებობს და დავოსში პრეზიდენტის გამგზავრებაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილს სხვადასხვა დონის ფორუმზე ხშირად იწვევენ და მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია გადაწყვიტოს, მიღებს თუ არა მონაწილეობას ფორუმის რანგიდან და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავს თემებზე ხელოვნურად საუბარი საჭიროდ არ მიაჩნია.

XS
SM
MD
LG