Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი ადგილზე გაეცნობა სტიქიით დაზარალებულ რაიონებში შექმნილ ვითარებას


დასავლეთ საქართველოში სტიქიით დაზარალებულ რაიონებში შექმნილ ვითარებას დღეს ადგილზე გაეცნობა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. თბილისიდან გამგზავრებამდე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია, კონტროლს ექვემდებარება და რაიმე დამატებითი გართულება მოსალოდნელი არ არის. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში მუშაობას განაგრძობენ შესაბამისი სამსახურები, საგანგებო შტაბები და სპეციალური ტექნიკა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ზიანს სახელმწიფო აუნაზღაურებს. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 6 მილიონი ლარი გამოიყოფა.

XS
SM
MD
LG