Accessibility links

logo-print

საქართველო მედიის თავისუფლების მხრივ პირველ ადგილს ინარჩუნებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის


მედიის თავისუფლების მხრივ, საქართველო პირველ ადგილზეა ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრ ექვს ქვეყანას შორის. ყოველკვარტალური ინდექსის მიხედვით, საქართველომ ლიდერობა 2014 წლის პირველ ნახევარშიც შეინარჩუნა. მეორე ადგილზეა მოლდავეთი, მესამეზე უკრაინა, შემდეგ კი სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსია. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების მედიის თავისუფლების რეიტინგს ამ სახელმწიფოთა არასამთავრობო სექტორსა და ექსპერტებთან თანამშრომლობით ყოველკვარტალურად ამზადებს საერთაშორისო ორგანიზაცია „ინტერნიუსი-უკრაინა.“

XS
SM
MD
LG