Accessibility links

logo-print

რუსეთის პარლამენტარები ბოიკოტს უცხადებენ რუსეთ-აშშ-ის ბიზნეს საბჭოს


რუსეთის საპარლამენტო კომიტეტი აპირებს ბოიკოტი გამოუცხადოს რუსეთ-ამერიკის ბიზნესის საბჭოს შეხვედრას, რომელიც მომავალ თვეში აშშ-შია დანიშნული. რუსეთში გამომავალი ყოველდღიური გაზეთი „იზვესტია“ ავრცელებს ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვლადიმირ ჯაბაროვის სიტყვებს, რომ 14-15 ოქტომბრის შეხვედრას ბოიკოტს გამოუცხადებენ. ჯაბაროვის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე. მისი თქმით, გადაწყვეტილება წარმოადგენს პასუხს ვაშინგტონის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, მოსკოვის მხრიდან უკრაინაში გადადგმული ნაბიჯების გამო.

XS
SM
MD
LG