Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ დონეცკის აეროპორტთან სროლაა


აღმოსავლეთ უკრაინიდან გავრცელებული ცნობების თანახმად, დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ისმის საარტილერიო ცეცხლის ხმა. კიევის განცხადებით, სეპარატისტმა მეამბოხეებმა დაიწყეს „გრადის“ ტიპის რაკეტების სროლა აეროპორტში უკრაინის არმიის პოზიციებისთვის. პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტების ვერსიით, მათმა ძალებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც უკრაინის არმიამ ესროლა ქალაქ დონეცკს, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. შეტაკებების ფონია 5 სექტემბერს გაფორმებული საზავო შეთანხმება, რომელიც სხვა ადგილებში უმეტესად ძალაში რჩება.

XS
SM
MD
LG