Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა „ისტორიულს“ უწოდებს ავღანეთთან გაფორმებულ შეთანხმებას


აშშ-ის და ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის გაფორმება დიდი ხნის განმავლობაში იყო გაჭიანურებული, და რომელიც აშშ-ის სამხედროებს უფლებას აძლევს ქვეყანაში 2014 წლის შემდეგაც დარჩნენ. შეთანხმების გაფორმებას „ისტორიული“ უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ - მისი შეფასებით, შეთანხმება გამოხატავს ავღანეთის მთავრობის სურვილს კიდევ უფრო გაღრმავდეს ორი ქვეყნის ურთიერთობა, რომელიც ბოლო 13 წლის განმავლობაში დამყარდა. ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ავღანეთში აშშ-ის 10,000-მდე სამხედრო დარჩება მას შემდეგ, რაც 31 დეკემბერს მუშაობას დაასრულებს საერთაშორისო საბრძოლო მისია. თუმცა ეს კონტინგენტი განახევრდება 2015 წლისთვის, 2016 წლის ბოლომდე კი სამხედროებს მთლიანად გაიყვანენ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული უშიშროების მრჩეველმა, ჰანიფ ატმარმა და აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს კანინგემმა. დოკუმენტის გაფორმებას ერთი დღით უსწრებდა წინ ავღანეთის პრეზიდენტად აშრაფ ღანის ინაუგურაციის ცერემონია. ღანის წინამორბედი, ჰამიდ კარზაი დიდი ხნის განმავლობაში აცხადებდა უარს შეთანხმების გაფორმებაზე, რამაც აშშ-სთან მისი კავშირების დაძაბვა მოიტანა.

XS
SM
MD
LG