Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა ერაყში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ პირველი საჰაერო შეტევა განახორციელა


ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, მაიკლ ფელონის განცხადებით, ამ ქვეყნის საბრძოლო თვითმფრინავებმა ერაყში მოქმედი ექსტრემისტული გაერთიანების, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ განახორციელეს პირველი შეტევები. ფელონის თქმით, ბრიტანეთის ორმა თვითმფრინავმა მიაკვლია და დარტმა მიაყენა მძიმე იარაღით აღჭურვილ პოზიციას, რომელიც ქურთთა ძალებს უქმნიდა საფრთხეს ერაყის ჩრდილოეთში, შემდეგ კი იქვე, თავდასხმამოაწყო სამხედრო ავტომანქანაზე, რომელშიც ისლამური სახელმწიფოს მეამბოხეები ისხდნენ. ქურთი მებრძოლების თანახმად, ბრიტანეთის ამ დარტყმებმა მათ შესაძლებლობა მისცა დაეკავებინათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანისასაზღვრო გამშვები პუნქტი და მახლობელი სოფლები. ქურთა არმიამ, ფეშმერგამ შეუტია ქალაქ ზუმარს და კვლავ ხელში ჩაიგდო ორი სოფელი. ჩვენი რადიოს ერაყული სამსახურის თანახმად, ბრიტანეთის თვითმფრინავებმა საბრძოლო გაფრენა შეასრულეს ანბარის პროვინციაში გარმასა და ფალუჯაში, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა, მაგრამ ერაყის მთავრობის ჯარის ალყაშია. აშშ-ის ავიაციამ და ერაყის ძალებმა დარტყმა მიაყენეს ისლამურ სახელმწიფოს ბაღდადიდან დასავლეთსა და სამხრეთში და ცნობით, დახოცეს ათეულობით მეომარი.

XS
SM
MD
LG