Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი აღიარებს, რომ უწყებამ ამოცანას თავი ვერ გაართვა


აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა, ჯულია პიერსონმა განაცხადა, რომ უწყებამ თავი ვერ გაართვა ამოცანას, დაეცვა თეთრი სახლი, როცა შენობაში ერაყის ომის ამერიკელი ვეტერანი შეიჭრა, შენობის პირველი სართულის ნახევარი გადაკვეთა, სანამ გააუვნებელყოფდნენ. პიერსონმა 30 სექტემბერს კონგრესის მოსმენაზე თქვა, რომ ის აღიარებს ბრალს 19 სექტემბერს მისი უწყების დაუშვებელი მოქმედების გამო. 42 წლის ომარ გონსალესმა, რომელსაც დანა ჰქონდა, მოახერხა გადაელახა მსოფლიოში ყველაზე დაცული შენობის უშიშროების სულ მცირე ხუთი რგოლი. გონსალესი გადაახტა ღობეს, გადაირბინა თეთრი სახლის წინ მინდორი, შევიდა კარში, სადაც დასცა მცველი, სულ მცირე ორი ოთახი გადალახა და იქ სხვა მცველმა შეაჩერა. ობამას წარმომადგენლის თქმით, პრეზიდენტს სჯერა, რომ პიერსონი უშიშროების საკითხში რეფორმებს გაატარებს.

XS
SM
MD
LG