Accessibility links

logo-print

დონეცკში ჭურვმა სამი ადამიანი მოკლა სკოლის ეზოში


უკრაინის ქალაქ დონეცკიდან იტყობინებიან, რომ სხვადასხვა ინციდენტის დროს ათი კაცი დაიხოცა. სამი პირი მოკლა ჭურვმა, რომელიც სკოლის ეზოში ჩამოვარდა. მსხვერპლი მოჰყვა მეზობელ ქუჩაზე აფეთქებულ ჭურვსაც, რომელიც მიკრო ავტობუსს მოხვდა. აფეთქებები მოხდა იმ დროს, როცა მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდნენ მას მერე, რაც პირველ სექტემბერს სწავლის დაწყება გადაიდო უკრაინის არმიასა და პრორუსულ სეპარატისტებს შორის ბრძოლის გამო. საარტელერიო ცეცხლის დაშენა გრძელდება მიუხედავად 5 სექტემბერს მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევისა. აპრილის შემდეგ ამ დაპირისპირების დროს სამი ათასამდე ადამიანი დახოცა.

XS
SM
MD
LG