Accessibility links

logo-print

სირიაში, ჰომსში ორმა აფეთქებამ 18 ადამიანი იმსხვერპლა


სირიის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო და ბრიტანეთში განთავსებული სირიის სამეთვალყურეო ცენტრი იტყობინება, რომ ქალაქ ჰომსში, სკოლასა და საავადმყოფოსთან მანქანაში მოწყობილი ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაიხოცნენ. ცნობით, აფეთქება მოხდა მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ არეალში. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG