Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაიმართა დებატები საქართველოს შესახებ


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაიმართა დებატები საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობის თაობაზე. თანამომხსენებლები იყვნენ დანიელი მიხაელ აასტრუპ იენსენი და ლატვიელი ბორის ცილევიჩსი. სტრასბურგში გამოსვლისას იენსენმა განაცხადა, რომ საქართველოში არაერთი შემთხვევა იყო, როცა მმართველი პარტია ზეწოლას ახორციელებს სხვა პოლიტიკურ ძალაზე. ადგილობრივი არჩევნების დროს, იენსენის თანახმად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციონერ წევრებზე ხორციელდებოდა ზეწოლა, ან შეეცვალათ პარტია, ან თავიანთი კანდიდატურა მოეხსნათ. არის წინსვლა სამართლებრივ სისტემაში, მაგრამ ის მაინც რჩება პროკურატურის მიერ წარმართულ სისტემად, თქვა მომხსენებელმა და სტრასბურგში და აღნიშნა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ წინ დიდი გზა აქვს. იენსენმა თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის საქმე სამართლიანი სასამართლოს და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტების დაცვით გაირჩეს.

XS
SM
MD
LG