Accessibility links

logo-print

პუტინი: რუსეთი არ შეზღუდავს ინტერნეტის მისაწვდომობას


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, მოსკოვი არ გეგმავს ინტერნეტის მისაწვდომობის შეზღუდვას და არც სახელმწიფო კონტროლის დაწესებას, თუმცა სურს სტაბილურობა და უსაფრთხოება უზრუნველყოს ინტერნეტის რუსულ სეგმენტში. პრეზიდენტის უშიშროების საბჭოსთან საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ რუსეთის საინტერნეტო დომენები არაერთი კიბერ-თავდასხმის სამიზნე იყვნენ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი გააუქმებს სისტემატურად და სამართლებრივად იმ საინტერნეტო საიტებს, რომლების ხელს უწყობენ ან ავრცელებენ ექსტრემიზმს, ქსენოფობიას, ტერორიზმს და პორნოგრაფიას.

XS
SM
MD
LG