Accessibility links

logo-print

მიმდინარეობს გამოძიება ზაზა დავითაიას ჯგუფურად ცემის ფაქტზე


გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემის ფაქტის გამო ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს შსს-მ. მისი ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე პოლიციამ 30 სექტემბერს დააკავა ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წევრი, რომელმაც თანმხლებ პირებთან ერთად თბილისში ურთიერთშელაპარაკებისას სცემა ჟურნალისტ ზაზა დავითაიას. მიმდინარეობს გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე. შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც ინციდენტის ადგილზე გამოცხადდნენ და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მომხდარის შესახებ ატყობინებდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა მოქალაქემ. ის დაკავებულია პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. შსს-ს განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით. უკვე დაკავებულთა გვარებს სამინისტრო არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ ისინი „თავისუფალი ზონის“ წევრები, ფარნაოზ ჭკადუა და დავით გოგოხია არიან.

XS
SM
MD
LG