Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მსოფლიოს 96 ქვეყანას შორის 28-ე ადგილზეა ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის ყოველწლიურ რეიტინგში


საქართველო მსოფლიოს 96 ქვეყანას შორის 28-ე ადგილზეა ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის ყოველწლიურ რეიტინგში, რომელიც დღეს გამოაქვეყნა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია HelpAge-მა. ტრადიციული რეიტინგის შედგენისას ორგანიზაცია ითვალისწინებს 13 მაჩვენებელს, მათ შორის სიცოცხლის ხანგრძლივობას, 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანთა სიღარიბის დონეს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას, პენსიის მოცულობას და სოციალურ აქტივობას. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან საქართველოზე წინ, 20-ე ადგილზე, მხოლოდ ესტონეთია. ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის რეიტინგში პირველ ადგილზეა ნორვეგია, ბოლო 96-ე ადგილზე კი ავღანეთი. პირველ ხუთეულში ნორვეგიას მოსდევენ შვედეთი, შვეიცარია, კანადა და გერმანია. არასამთავრობო ორგანიზაცია HelpAge-მა რეიტინგის გამოქვეყნება დაამთხვია ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს, რომელიც 1 ოქტომბერს აღინიშნება.

XS
SM
MD
LG