Accessibility links

logo-print

პოლონეთის ახალი პრემიერი ემხრობა აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაზრდას


პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ევა კოპაჩი აცხადებს, რომ მიმართავს ზომებს, რათა გაიზარდოს პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ყოფნა. კოპაჩმა პარლამენტში საინაუგურაციო მიმართვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან პოლონეთის ურთიერთობამ მეტი მნიშვნელობა შეიძინა უკრაინის კრიზისის გამო. 57 წლის ევა კოპაჩი პრემიერ-მინისტრად წარადგინეს გასულ თვეში - მას შემდეგ, რაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი დასახელდა ევროკავშირის საბჭოს მომდევნო პრეზიდენტად. ევა კოპაჩი ამბობს ასევე, რომ ემხრობა პოლონეთში ევროს შემოღებას, მაგრამ ეს, მისი აზრით, უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც ევროზონა გაძლიერდება და პოლონეთის ეკონომიკური სტაბილიზაცია მოხდება. მოსალოდნელია, რომ კოპაჩს დღეს ნდობას გამოუცხადებენ პარლამენტში, სადაც უმრავლესობაში არიან მისი პარტია, „სამოქალაქო პლატფორმა“ და მოკავშირე პოლიტიკური ძალა.

XS
SM
MD
LG