Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ქალაქ ჰომსში აფეთქებებმა შეიწირა, სულ ცოტა, 39 ადამიანი


სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსა და ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, სულ ცოტა, 39 ადამიანი, მათ შორის 30 ბავშვი დაიღუპა ქალაქ ჰომსში, სკოლასთან და საავადმყოფოსთან აფეთქებების შედეგად. აფეთქებები ორი დანაღმული ავტომანქანით მოეწყო. „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ინფორმაციით, დიდია დაჭრილების რიცხვი. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. იუწყებიან აგრეთვე, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობის მოქმედმა სამხედრო ძალებმა 1 ოქტომბერს, სულ ცოტა, ხუთი საჰაერო იერიში განახორციელეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, როცა მისი მებრძოლები უტევდნენ კობანეს - ქურთების ქალაქს სირიაში, თურქეთთან საზღვრის მახლობლად.

XS
SM
MD
LG