Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოს შესახებ


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია ”საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების” შესახებ. მას მიემხრო ასამბლეის 103 წევრი 27-ის წინააღმდეგ. რეზოლუცია ეყრდნობა მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების - დანიის წარმომადგენელ მიკაელ ასტრუპ იენსენისა და ლატვიელი ბორის ცილევიჩსის - მიერ მომზადებულ ანგარიშს. 1 ოქტომბერს რეზოლუციის დამტკიცებას წინ უძღოდა ცხარე დებატები, რომელთა დროსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების კრიტიკა მიმართული იყო, უწინარეს ყოვლისა, საქართველოში ყოფილი თანამდებობის პირების გასამართლებისაკენ. ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, იენსენმა აღნიშნა, რომ არის წინსვლა სამართლებრივ სისტემაში, მაგრამ ის მაინც რჩება პროკურატურის მიერ წარმართულ სისტემად. მისი ზოგადი შეფასებით, საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ წინ დიდი გზა რჩება გასავლელი.

XS
SM
MD
LG