Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ახალი ლიდერი: რუსეთს კლავაც აქვს უკრაინის დესტაბილიზაციის უნარი


ნატოს ახალი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთს კვლავაც აქვს უკრაინის დესტაბილიზაციის უნარი. სტოლტენბერგი უკრაინაში შექმნილ ვითარებას შეეხო ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივნის რანგში თავის პირველ პრესკონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა იმოქმედოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს. თავის გამოსვლაში სტოლტენბერგმა საქართველოც ახსენა. „ჩვენ დავიწყებთ ნატოს ნდობითი ფონდების ხორცშესხმას ოთხ სფეროში უკრაინის მხარდასაჭერად: ესენია კიბერუსაფრთხეობა, ლოგისტიკა, სარდლობა და კონტროლი, და დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაცია. და ჩვენ ავამოქმედებთ არსებით პაკეტს საქართველოსთვის, რაც ითვალისწინებს საწვრთნელ ცენტრსაც“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მან 1 ოქტომბერს შეცვალა ანდერს ფოგ რასმუსენი ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე. 55 წლის სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგით მე-13 გენერალური მდივანია. ის ნორვეგიის წარმომადგენელია - ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ნორვეგიის მთავრობას ხელმძღვანელობდა 2005-დან 2013 წლამდე.

XS
SM
MD
LG