Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი ხედავს ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკების განახლების შანსს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩრდილოეთ კორეელ კოლეგასთან მოსკოვში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ხედავს შესაძლებლობას, განახლდეს ექვსმხრივი მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შესახებ. თუმცა, ასევე ლავროვის თქმით, მოლაპარაკების განახლებას „გარკვეული დრო დასჭირდება“. ჩრდილოეთმა კორეამ, სამხრეთმა კორეამ, იაპონიამ, ჩინეთმა, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა 2003 წელს დაიწყეს მოლაპარაკება, რომლის მიზანიც არის არ დაუშვან კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული იარაღის არსებობა. ფხენიანმა 2009 წელს შეწყვიტა მოლაპარაკება და მიანიშნა, რომ არ აპირებს შეასრულოს 2005 ნაკისრი ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას.

XS
SM
MD
LG