Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტებმა განაახლეს იერიში დონეცკის აეროპორტზე


2 ოქტომბერს, დილით დონეცკის აეროპორტზე, რომელსაც უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ, იერიში განაახლეს სეპარატისტებმა. ამ ცნობას ავრცელებს უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე სპეცოპერაციის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი ვლადისლავ სელეზნიოვი. 1 ოქტომბერს, საღამოს უკრაინის სამხედროებმა აეროპორტზე რამდენიმე იერიში მოიგერიეს. უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, მოკლულია 7 სეპარატისტი, დაჭრილია 10-ზე მეტი. უკრაინის სამხედროებს შორის მსხვერპლი არ არის. დონეცკის აეროპორტის ორივე ტერმინალს უკრაინის სამხედროები აკონტროლებენ. 1 ოქტომბერს დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ზახარჩენკომ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ სეპარატისტები კვირის ბოლომდე იმედოვნებენ დონეცკის აეროპორტის აღებას.

XS
SM
MD
LG