Accessibility links

logo-print

მერკელი - რუსეთის ვალია სეპარატისტებზე ზეწოლა მოახდინოს


1 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის ვალია ზეწოლა მოახდინოს აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებზე. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის თანახმად, ორი ქვეყნის ლიდერებმა გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ უკრაინაში კვლავაც აქვს ადგილი ძალადობას. ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის საზღვარზე უნდა განხორციელდეს მონიტორინგი და რომ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას ამ თვალსაზრისით დიდი როლი ეკისრება. კანცლერის განცხადებით, გერმანია კვლავაც დაუჭერს მხარს ეუთოს მისიას უკრაინაში. მერკელი თვლის, რომ ამ მისიას შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება ადგილობრივი არჩევნებისას.

XS
SM
MD
LG