Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამამ და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანთან შეთანხმებაზე იმსჯელეს


თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თეირანთან მიღწეულმა საბოლოო შეთანხმებამ არ უნდა დაუტოვოს ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება. თავის მხრივ ბარაკ ობამამ მოუწოდა ისრაელის ლიდერს გამონახოს გზები პალესტინაში ისრაელსა და ჰამასის მეომრებს შორის შეიარაღებული დაპირისპირებისას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. ისრაელმა მიიღო აღმოსავლეთ იერუსალიმში 2600-ზე მეტი სახლის აშენების გადაწყვეტილება. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ეს საკითხი ობამამ და ნეთანიაჰუმ დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე განიხილეს. თეთრი სახლის თვლის, რომ ისრაელის მთავრობის ახალი დასახლებების მშენებლობის გეგმები გააუარესებს პალესტინელებთან და ზოგადად არაბულენოვან ქვეყნებთან ურთიერთობის ატმოსფეროს და მეტად დააეჭვებს მათ ისრაელის სამშვიდობო გეგმებში.

XS
SM
MD
LG