Accessibility links

logo-print

იზრდება საქართველოს ავიაბაზრის მიმართ ინტერესი


სექტემბერში საქართველოს ავიაბაზარზე საინტერესო სიახლეები დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ ავიაკომპანია Wizz Air-მა ბუდაპეშტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი ავიარეისი შეასრულა. ქართული ავიაბაზრით დაინტერესდნენ არაბული, ირანული, რუსული კომპანიები - სულ მალე ირანული ავიაკომპანია "მაჰან ეარი" საქართველოს მიმართულებით ფრენას დაიწყებს. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ბრუნდება რუსული "აეროფლოტი", რომელიც რეისებს 28 ოქტომბრიდან განახორციელებს. "აეროფლოტს" კვალდაკვალ მოჰყვა რუსული ავიაკომპანია "გლობუსი", რომელიც მოსკოვის მიმართულებით ფრენების დაწყებას 2 ნოემბრიდან აპირებს. აქტიურობს არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ეარ არაბიაც", რომელიც ავიარეისებს ოქტომბრის ბოლოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყებს.

XS
SM
MD
LG