Accessibility links

logo-print

ბულგარეთში მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას საბრძოლო მასალის საწარმოში


ბულგარეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიღუპა საბრძოლო მასალის საწარმოში მომხდარი აფეთქების შედეგად. ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქ გორნი ლომში 1 ოქტომბერს, გვიან საღამოს მომხდარმა აფეთქებამ ორი ქალი და 13 მამაკაცი შეიწირა. ვარაუდობენ, რომ აფეთქება შეცდომამ გამოიწვია. ბულგარეთში გლოვის დღე გამოცხადდა აფეთქების მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად.

XS
SM
MD
LG