Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს შეფასებით, „ისლამური სახელმწიფო“ სამხედრო დანაშაულებს სჩადის


გაეროს შეფასებით, ჩრდილოეთ ერაყში ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოსა" და სხვა შეიარაღებული ჯგუფების ნამოქმედარი შესაძლოა ომის დანაშაულებად შეფასდეს. ანგარიშში, რომელიც ერთად მოამზადეს ერაყში გაეროს მხარდამჭერმა მისიამ და გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისმა, ჩამოთვლილია საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევის და ადამიანის უფლებების ხელყოფის შემთხვევები. 2 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიში მოიცავს 6 ივლისიდან 10 სექტემბრამდე პერიოდს. დანაშაულებს შორის არის მასობრივი სიკვდილით დასჯა, ქალებისა და გოგონების მოტაცება-გაუპატიურება, ბავშვების მებრძოლებად გამოყენება.

XS
SM
MD
LG