Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი აქცია


2 ოქტომბერს დაპირისპირება და ხმაური იყო თბილისში, ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" ოფისთან, სადაც ორი აქცია გაიმართა: ერთში მონაწილეობდნენ „თავისუფალი ზონის“ წევრები, მეორეში კი მასთან დაპირისპირებულ ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები. ორი აქციის მონაწილეებს შორის პოლიციელები იდგნენ, რათა მათთვის არ მიეცათ ერთმანეთთან მიახლოების საშუალება. დაკავებულია ერთი აქტივისტი - ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ წევრი. დაპირისპირების დროს ისმოდა შეურაცხმყოფელი განცხადებები. ცნობების თანახმად, თავისუფალი თაობის წევრებმა კვერცხები და პლასტმასის წყლიანი ბოთლები ესროლეს „თავისუფალი ზონისა“ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. დღეს ამოიწურა 10-დღიანი ვადა, რომელიც „თავისუფალმა თაობამ“ მისცა „თავისუფალ ზონას“ ლიკვიდაციისთვის. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, „თავისუფალი თაობა“ პერმანენტული აქციებით იმუქრება.

XS
SM
MD
LG