Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში დააპატიმრებენ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან


ბელორუსიის უშიშროების სამსახურის, კაგებეს განცხადებით, ბელორუსიის მოქალებეები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძვიან - დაპატიმრებულ იქნებიან. კაგებეს უფროსმა ვალერი ვაკულჩუკმა მინსკში ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ბელორუსები, ვინც უკრაინაში იბრძვის, ჩაითვლებიან დაქირავებულ მებრძოლებად, რაც აკრძალულია ბელორუსიის კანონებით. აღმკვეთი ღონისძიება შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბელორუსიის მედია აგვისტოში იუწყებოდა, რომ რამდენიმე პირი ცდილობდა ბელორუსიაში ხალხის გადაბირებას უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტების მხარეს საბრძოლველად. ცნობილია აგრეთვე უკრაინაში სეპარატისტების მოწინააღმდეგეთა რიგებში მებრძოლი ბელორუსების შესახებ.

XS
SM
MD
LG