Accessibility links

დონეცკში საერთაშორისო წითელი ჯვრის თანამშრომელი დაიღუპა


საერთაშორისო წითელი ჯვრის თანამშრომელი დაიღუპა საარტილერიო სროლის შედეგად აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის რეგიონში. ამის შესახებ ადგილობრივი სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა ენდრიუ ლივჩენკომ აცნობა „ფრანს პრესს". წითელი ჯვრის თანამშრომელი დაიღუპა ორგანიზაციის ადგილობრივ ოფისზე ჭურვის მოხვედრის შედეგად დაიღუპა. პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული ძალების მიერ კონტროლირებადი დონეცკის ხელისუფლების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საერთაშირისო წითელი ჯვრის დაღუპული თანამშრომელი შვედეთის მოქალაქეა. უცნობია, თუ ვინ განახორციელა საარტილერიო დაბომბვა.

XS
SM
MD
LG