Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობამ ებოლაზე რეაგირების გეგმა დაამტკიცა


საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ებოლის ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ გააძლიერებს მიმდინარე შემთხვევებზე ზედამხედველობას, უზრუნველყოფს დაავადების კერის იზოლაციას და საკარანტინო ღონისძიებებს. მთავრობის განკარგულება, საჭიროების შემთხვევაში, იმ მგზავრთა მართვას ითვალისწინებს, რომლებიც საქართველოში „ებოლათი დასნეულებული“ ქვეყნებიდან საერთაშორისო აეროპორტებისა და მსხვილი გამშვები პუნქტების გავლით შემოდიან და დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება აღენიშნებათ.

XS
SM
MD
LG