Accessibility links

logo-print

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ" კანონპროექტის კენჭისყრა გადადო და სამინისტრო გააკრიტიკა


"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტმა კენჭი არ უყარა. კრიტიკის საგანი გახდა პროექტის ის ნაწილიც, რომლის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მასწავლებლობის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობა ეძლევა. „მასწავლებლები საცდელი ბაჭიები არ არიანო“ - ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ვანო კიღურაძემ განათლების სამინისტროს. კანონპროექტს პარლამენტის შემდგომ პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტმა პირველი მოსმენით იმსჯელა. პარლამენტარები აცხადებდნენ, რომ მათთვის ბუნდოვანი და გაუგებარია მასწავლებელთა სერტიფიცირების ალტერნატიული მოდელის არსი და მასწავლებელთა პროფესიული გრადაციის პრინციპები.

XS
SM
MD
LG