Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პრემიერმა ავღანეთს მხარდაჭერა აღუთქვა


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ ღანის შეხვდა და განაცხადა, რომ ბრიტანეთი „ყოველთვის იქნება ავღანეთის ძლიერი პარტნიორი და საიმედო მეგობარი“. კემერონი მსოფლიოს ქვეყნების პირველი ლიდერია, რომელიც ავღანეთის ახალ მთავრობას შეხვდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით მისი ქვეყნის შეიარაღებულმა ძაებმა “ძალიან მაღალი ფასი“ გადაიხადეს ავღანეთში მშვიდობის დასამყარებლად და მადლობა გადაუხადა ყველას ოჯახს, ვინც ავღანეთში დაიღუპა

XS
SM
MD
LG