Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის გაერთიანების დღე მიულოცა ანგელა მერკელს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის გაერთიანების დღე მიულოცა ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს. „ეს ღირსშესანიშნავი თარიღია არა მარტო გერმანიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რადგან 3 ოქტომბერი თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინების დღესასწაულია“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ გერმანიის გაერთიანებამ კიდევ უფრო გააძლიერა ევროპა და მთლიანად დასავლური სამყარო. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა და პარტნიორობა კიდევ უფრო ღრმავდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ანგელა მერკელს მადლობა გადაუხადა გერმანიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციისას გამოჩენილი თანადგომისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ თბილისში გერმანიის ფედერალური კანცლერის მომავალი სტუმრობა ახალ და კიდევ უფრო მძლავრ იმპულსს შესძენს ორი ქვეყნის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას და საქართველოსადმი გერმანიის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მკაფიო გამოხატულება იქნება.

XS
SM
MD
LG