Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიმინალური პოლიცია მუშაობს „კავკასუს ონლაინში“


კრიმინალური პოლიცია მუშაობს სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინში.“ საინფორმაციო საგენტოებით გავრცელებული, ოფიციალურად ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქმე ეხება კომპანიის სერვერებიდან ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებას. თავად “კავკასუს ონლაინის" განმარტებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამართალდამცავებისთვის გასცემს ინფორმაციას კონკრეტული საქმის შესახებ. „1 ოქტომბერსაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა სამართალდამცველი ორგანოების მოთხოვნის შესრულება. მომხმარებლის მიერ სერვერის სასერვეროში განთავსება ანუ კოლოკაცია, "კავკასუს ონლაინის" ისევე, როგორც სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიების ერთ-ერთი მომსახურებაა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. „კავკასუს ონლაინი“ განმარტავს, რომ მომხმარებელთან მის ურთიერთობას არეგულირებს ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია არ არის პასუხისმგებელი სერვერზე განთავსებულ ინფორმაციაზე. „კავკასუს ონლაინით“ კრიმინალური პოლიციის დაინტერესების მიზეზზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით არაფერს ამბობს საქართველოს შსს.

XS
SM
MD
LG