Accessibility links

logo-print

კიევის მტკიცებით ვიქტორ იანუკოვიჩმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო


უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს. ამის თაობაზე ცნობა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწემ ანტონ ჰერაშენკომ დაწერა. მის თქმით, ვიქტორ იანუკოვიჩმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მიკოლა აზაროვმა, ყოფილმა პროკურორმა ვიქტორ პშონკამ და მათი ოჯახების წევრებმა რუსეთის მოქალაქეობა „საიდუმლო დეკრეტის“ საფუძველზე მიიღეს. უკრაინაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ყოფილი პრეზიდენტისა და სხვა მაღალი რანგის მოხელეების წინააღმდეგ, რომლებიც ბრალდებული არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების დაღუპვაში.

XS
SM
MD
LG