Accessibility links

logo-print

დონეცკში საერთაშორისო წითელი ჯვრის თანამშრომელი დაიღუპა


საერთაშორისო წითელი ჯვრის თანამშრომელი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკში, რომელიც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენ პუნქტს წარმომადგენს. წითელი ჯვრის თანამშრომელი იმყოფებოდა რეგიონულ ოფისში, რომელსაც საარტილერიო ჭურვი მოხვდა. დაღუპულის სახელია ლორან დიუ პასკე, რომელიც 38 წლისა იყო. ჟენევაში მოქმედმა საერთაშორისო წითელმა ჯვარმა დაგმო მომხდარი ინცინდენტი და „დაუშვებელი უწოდა დასახლებული პუნქტის განუკითხავი დაბომბვა“.

XS
SM
MD
LG