Accessibility links

logo-print

ფარული მოსმენების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა მიმდინარეობს


პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე განხილვის თემა არის უკანონო მოსმენები. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, ფარული მოსმენების საკითხის გააქტიურებიდან დღემდე მათ ჰქონდათ და აქვთ პოზიცია, რომ ე.წ. გასაღები უნდა ჰქონდეთ მობილურ ოპერატორებს, - ამის შესახებ კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ასევე ესწრებიან დეპუტატები თამარ კორძაია და ნინო გოგუაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი.

XS
SM
MD
LG