Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონგ კონგში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი ძალა


ჰონგ კონგში დემოკრატიის მხარდამჭერ დემონსტრანტებსა და პრო სახელისუფლო ბრბოს შორის შეტაკება მოხდა. ინცინდენტს ადგილი ჰქონდა ჰონგ კონგის ყველაზე ხალხმრავალ სავაჭრო რაიონში, სადაც პეკინის მომხრე ასობით ადამიანი თავს დაესხა დემონსტრანტთა კარვებს და გაანადგურა მათი კუთვნილი ბანერები და სხვა სააგიტაციო მასალა. პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა ორი დაპირისპირებული ძალის გასანეიტრალებლად. უკვე რამდენიმე კვირაა დემოკრატიული ძალები მართავენ საპროტესტო აქციებს იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმად ადგილობრივი არჩევნების წინ კანდიდატების დამტკიცება ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების მიერ უნდა მოხდეს.

XS
SM
MD
LG