Accessibility links

logo-print

შვედეთის მთავრობა პალესტინის სახელმწიფოს ცნობას აპირებს


შვედეთის ახალი მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობა აპირებს ცნოს პალესტინის სახელმწიფო. ამის შესახებ 3 ოქტომბერს პარლამენტში ინაუგურაციის დროს გააკეთა განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლიოვენმა. ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი, მისი თქმით, „მხოლოდ საერთაშორისო სამართლის თანახმად ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკების გზით შეიძლება გადაიჭრას.“ თუ ეს ჩანაფიქრი განხორციელდება, მაშინ შვედეთი გახდება პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელიც პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებს.

XS
SM
MD
LG