Accessibility links

logo-print

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რატიფიკაციის შესახებ. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა განცხადება 3 ოქტომბერს გააკეთა. ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთია გაერთიანებული. ხელშეკრულების თანახმად კავშირი ფუნქციონირებას 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს. მანამდე 10 ოქტომბერს მინსკში გეგმავენ შეხვედრას სამი ქვეყნის ლიდერები, რომელიც სარატიფიკაციო დოკუმენტებს გაცვლიან.

XS
SM
MD
LG