Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი აცხადებს, რომ ხაჯიმბას განცხადება ვითარებას ძაბავს


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ხუთი გამშვები პუნქტის დახურვამ შესაძლოა, გამყოფი ხაზის გასწვრივ ვითარების დაძაბვა და უსაფრთხოების პირობების გაუარესება გამოიწვიოს. ამის შესახებ" ინტერპრესნიუსს" ზაქარეიშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდეტის რაულ ხაჯიმბას იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, ენგურის მიმდებარედ 5 ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დახურვა იგეგმება. ზაქარეიშვილი იმედოვნებს, რომ აფხაზური მხარის ეს პოზიცია გადახედილი იქნება.

XS
SM
MD
LG