Accessibility links

სერგეი ლავროვი უკრაინაში ზავის შენარჩუნებას უჭერს მხარს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი,სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის ესაუბრა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების „საჭიროების“ შესახებ. სატელეფონო საუბარი სამ ოქტომბერს შედგა. ლავროვი გამოვიდა ხუთ სექტემბერს დადებული შეთანხმების მკაცრი დაცვის და დონეცკში, სეპარატისტების ხელში მყოფი დასახლებული არეალებისთვის საარტილერიო ცეცხლის დაშენის შეწყვეტისკენ მოწოდებით. ათეულობით სამოქალაქო პირი დაიხოცა დონეცკთან ბოლო კვირაში. დონეცკში მოკლეს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენელიც, რომელიც საარტილერიო ცეცხლში მოჰყვა. სეპარატისტები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ დონეცკის აეროპოროტი, რომელსაც მთავრობის ჯარი აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG