Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დალი დე გრააფი ფესტივალ „იბერიის“ სათავეში


მეათე სტუდიის დიდი ნაწილი დღეს ეძღვნება გამოფენას, რომელსაც ჰოლანდია, ქალაქი ლეიდენი მასპინძლობს. გამოფენა აერთიანებს ოთხი ქართველი მხატვრის - ზურაბ ჭედიას, ნუგზარ მგალობლიშვილის, ალექსანდრე ხუბუას და დავით ბაძაღუას - ნამუშევრებს. ყველა ეს მხატვარი აფხაზეთიდან დევნილია და ექსპოზიციის სათაურისთვის ორგანიზატორმა აირჩია სწორედ ეს ასპექტი, რომელიც ოთხ ხელოვანს აერთიანებს: „ჩემი სახლი - აფხაზეთი“. ორგანიზატორი კი გახლავთ ფონდი „არტ ექო“ www.artecho.nl ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით ამ ფონდის დამფუძნებელს, ფესტივალ „იბერიის“ www.festivaliberia.nl დირექტორს, დალი უბილავა-დე გრააფს და, უწინარეს ყოვლისა, ვკითხეთ 3 ოქტომბრის შესახებ. საქმე ის არის, რომ 3 ოქტომბერს ჰოლანდიაში ზეიმობენ ეროვნულ დღესასწაულს, რომლის ეპიცენტრშიც სწორედ ლეიდენი მდებარეობს.

გადმოწერა

XS
SM
MD
LG