Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბანეთის პრემიერი სერბიაში ჩავა


ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა აპირებს სერბიას ესტუმროს 22 ოქტომბერს. ეს იქნება ბელგრადში ალბანეთის სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტი 1948 წლის შემდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიტმირ ბუშატიმ დაადასტურა სამ ოქტომბერს, რომ ბელგრადში პრემიერის ჩასვლის მიზანი იქნება მოლაპარაკება სერბიის სამხრეთში, პრეშევოს რაიონში მცხოვრები ალბანელების მდგომარეობის შესეხებ. პრეშევო მაკედონიას და კოსოვოს ესაზღვრება. ქალაქ პრეშევოს მოსახლეობის 90 პროცენტი ალბანელები არიან. ცნობით, პრემიერი მოუწოდებს ბელგრადს, სცნოს კოსოვოს სერბიის ყოფილი ოლქი, რომელმაც 2008 წელს ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

XS
SM
MD
LG