Accessibility links

logo-print

შაბათს ჰონ-კონგში შეტაკებები მოხდა დემონსტრანტებსა და უშიშროების ძალებს შორის


შაბათს ჰონ-კონგში შეტაკებები მოხდა დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნის გამართული დემონსტრაციების მონაწილეთა და უშიშროების ძალებს შორის. ქალაქის ცენტრში დღეს ათი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. როგორც იტყობინებიან, პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა ზოგიერთი მომიტინგის მიმართ. მანამდე თავდასხმა განხორციელდა დემონსტრანტთა კარვების ბანაკზე. აქტივისტების ლიდერებმა მომხდარს „ორგანიზებული თავდასხმა“ უწოდეს და განაცხადეს, რომ უარს ამბობენ ჰონ-კონგის მმართველობასთან მოლაპარაკებებზე, რაც ადრე იყო დაგეგმილი. ჰონ-კონგში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე დემონსტრაციები უდიდესი გამოწვევაა პეკინისთვის მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონია ჩინეთს გადაეცა 1997 წელს. დემონსტრანტები ითხოვენ, გადახედულ იქნეს პეკინის გადაწყვეტილება, რომელიც ეხება 2017 წელს ჰონ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნებს ამ ტერიტორიის მოსახლეთა მიერ. საპროტესტო აქციების მონაწილენი უკმაყოფილო არიან იმით, რომ ამ პოსტზე პრეტენდენტებს დაამტკიცებს იგივე პეკინის კონტროლქვეშ მყოფი ამომრჩეველთა კოლეგია, რომელიც აქამდე ნიშნავდა ჰონ-კონგის ხელმძღვანელს.

XS
SM
MD
LG