Accessibility links

კოალიციამ აშშ-ის ხელმძღვანელობით ახალი საავიაციო იერიშები განახორციელა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სირიაში


კოალიციამ, რომელსაც აშშ უდგას სათავეში, ახალი საავიაციო იერიშები განახორციელა დაჯუგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეების წინააღმდეგ სირიის სასაზღვრო ქალაქ კობანის რაიონში. „ისლამური სახელმწიფო“ ძირითადად ქურთებით დასახლებული ამ ქალაქის აღებას ცდილობს. სირიელი აქტივისტების ცნობით, საჰაერო რეიდები ღამით განხორციელდა მას შემდეგ, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ შენაერთებმა ათობით ჭურვი ესროლეს ქალაქს 3 ოქტომბერს. კობანის რაიონში ბრძოლების გამო უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში 300 ათასამდე ადამიანმა მიატოვა საკუთარი სახლები. ამასობაში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორც ჭრის თავს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი ბრიტანელ მძევალს, ტაქსის მძღოლ ალან ჰენინგს. შაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა მკვლელობას „სრულიად უპატიებელი“ უწოდა და დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი ყოველ ღონეს იხმარს მკვლელების საპოვნელად.

XS
SM
MD
LG