Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში 3627 ადამიანი დაიღუპა


გაეროს თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული 30 სექტემბრის ჩათვლით, 3 627 ადამიანი დაიღუპა. გაეროს მიერ გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ სხვადასხვა სახის ჭრილობები მიიღო 8 447-მა ადამიანმა. ანგარიშის მიხედვით, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან ყოველდღიურად ირღვევა შეთანხმება.

XS
SM
MD
LG