Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა გამოჩენილი რუსი რეჟისორი იური ლიუბიმოვი


97 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი რუსი რეჟისორი, იური ლიუბიმოვი, რომელიც ნახევარი საუკუნე ხელმძღვანელობდა მოსკოვში მის მიერვე დაარსებულ თეატრს ტაგანკაზე. მისი სპექტაკლები ფართო აღიარებით სარგებლობდა რუსეთშიც და უცხოეთშიც. ლიუბიმოვი, რომელიც ჯერ კიდევ 1917 წლის რევოლუციამდე იყო დაბადებული, 1960-ან წლებში შეუდგა ავანგარდული სპექტაკლების დადგმას. 1984 წელს მას საბჭოთა მოქალაქეობა ჩამოართვეს, რის შემდეგაც ემიგრაციაში ცხოვრობდა 1988 წელს ისევ მოსკოვში დაბრუნებამდე. ლიუბიმოვი 2 ოქტომბერს მოათავსეს მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში დიაგნოზით „გულის უკმარისობა“.

XS
SM
MD
LG